გამოგვიწერეთ

ნაკრები

რიჩარდ ქოქრილი: მომავლის გუნდს ვაშენებთ

გააზიარეთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა  ზაფხულის ტესტ-სერია მტკივნეული მარცხით დაიწყო. ბორჯღალოსნები ირლანდიასთან, პრაქტიკულად უშანსოდ,  5:34 დამარცხდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა და ვიცე-კაპიტანმა დავით ნინიაშვილმა ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასეს.

“თამაშის დასაწყისშივე ორი ლელო მივიღეთ და მეტოქეს დიდი უპირატესობა მივეცით. გვქონდა პრობლემები დაცვაში და ბურთის მართვაში. ვასილ ლობჟანიძეს და ლუკა მატკავას   გუნდებში მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ და ეს ყველაფერი თამაშზე აისახა. ალანიას და აბჟანდაძის   შეყვანა ძირეულ ცვლილებებს ვერ მოიტანდა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გათვლა მომავალზეა და მთავარი მიზანი მსოფლიო თასზე გამოსვლაა.

საქართველოში სულ ორი საუკეთესო ფრთის მორაგბეა და ერთ-ერთი ალექსანდრე თოდუა. იქნება თუ არა იგი მსოფლიოზე ამ დროისთვის არ ვიცი,  მაგრამ ამ ეტაპზე “კოჭო”-ს შემცვლელი არ ჩანს. “ – თქვა რიჩარდ ქოქრილმა

“ეს ირლანდია არ იყო უძლიერესი გუნდი, მაგრამ ნახეთ რა დონის თამაშებს თამაშობენ ეს მორაგბეები. ჩვენ კი, წელიწედში შესაძლოა მხოლოდ ერთი მატჩი მოგვიწიოს ტიერ 1-თან. რიჩარდი არაფერ შუაშია, დღეს ბიჭებმა ვერ ვითამაშეთ. აუცილებელია გულშემატკივრობა ვისწავლოთ წაგების და მოგების შემდეგაც,”-თქვა დავით ნინიაშვილმა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მომდევნო მატჩს 12 ივლისს აფრიკულ ჩიტასთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები