გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რომელ ადგილს იკავებს კვარა პსჟ-ს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებს შორის?

გააზიარეთ

ფეხბურთის კვლევითმა ორგანიზაციამ CIES Football Observatory-მ პარიზული გრანდის, პსჟ-ს შემადგენლობაში ყველაზე მაღალფასიანი ფეხბურთელების ახალი სია გამოაქვეყნა.

რეიტინგის სათავეში 19 წლის ფრანგი ტალანტი დეზირე დუე იმყოფება, რომლის სატრანსფერო ღირებულება ორგანიზაციის შეფასებით 124.8 მილიონ ევროს შეადგენს.

სამეულში ასევე მოხვდნენ პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში (120.3 მილიონი) და ფრანგი ვინგერი ბრედლი ბარკოლა, რომელიც 102.1 მილიონად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირადღირებულ პსჟ-ელთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც ფიგურირებს. საქართველოს ნაკრების ლიდერის ფასი CIES-ის მონაცემებით 88.7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მას სიის მეოთხე ადგილს არგუნებს.

ათი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები პარი სენ-ჟერმენში CIES-ის შეფასებით:

1. დეზირე დუე – 124.8 მლნ €

2. ჟოაო ნევეში – 120.3 მლნ €

3. ბრედლი ბარკოლა – 102.1 მლნ €

4. ხვიჩა კვარაცხელია – 88.7 მლნ €

5. ვიტინია – 82.0 მლნ €

6. ნუნო მენდეში – 79.3 მლნ €

7. უორენ ზაირ-ემერი – 76.5 მლნ €

8. უსმან დემბელე – 72.5 მლნ €

9. ვილიან პაჩო – 70.0 მლნ €

10. აშრაფ ჰაკიმი – 63.2 მლნ €

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი