გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

რონალდოს მოთხოვნა – ზღაპრული შეთავაზება კეინს

გააზიარეთ

226 მილიონი ევრო სამ წელიწადში. ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ არაბული საფეხბურთო გუნდები, უფრო სწორად მათი მფლობელი შეიხები ამა თუ იმ ფეხბურთელის გადაბირებას არარეალური თანხის სანაცვლოდ კვლავ განაგრძობენ.

ამჯერად თვალი ჰარი კეინს დაადგეს. 32 წლის ინგლისელი ფორვარდის ხელში ჩაგდებას ალ ნასრი ცდილობს. გეცოდინებათ ალ ნასრიში კრიშტიანო რონალდო თამაშობს, რომელიც დაჟინებით მოითხოვს გუნდში კეინის მოყვანას.

პოპულარული გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით ალ ნასრი ჰარი კეინს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას სთავაზობს. კეინი მიმდინარე სეზონში იდეალურ ფორმაშია და 10 მატჩში უკვე 18 გოლის გატანაც მოასწრო. აქედან გამომდინარე ცხადია მიუნხენის ბაიერნი მასთან შელევას არც ფიქრობს, მაგრამ შედარებით ასაკში კი არა,  გაფურჩქვნის პერიოდში მყოფ ფეხბურთელებსაც ვერ უთქვამთ უარი ასეთ ზღაპრულ წინადადებაზე.

32 წლის ჰარი კეინც მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი