გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“სამწუხაროდ, ბილეთები ვეღარ გაიცემა” – სპაერის განცხადება

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბმა სპაერმა, რომელიც კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრაში 31 ივლისს, ვენის აუსტრიას დაუპირისპირდება, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელიც მოგვიანებით წაშალეს:

“მოგესალმებით!

როგორც მოგეხსენებათ, მატჩი სპაერი–ვენის აუსტრია 31 ივლისს იმართება მიხეილ მესხი 2-ზე; აღნიშნულ მოედანს სამწუხაროდ აქვს ძალიან პატარა სივრცე მაყურებლებისათვის; ჩვენი გუნდის აკადემიამ და თავად მოთამაშეების ოჯახურმა წრემ სრულად აითვისა ბილეთების რაოდენობა, რის გამოც სამწუხაროდ ბილეთები ვერ გაიცემა; ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის, ვაფასებთ თქვენს გულშემატკივრობას და მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის!

მატჩის პირდაპირი ჩვენება იქნება პირველ არხზე და იმედი გვაქვს ეკრანებიდან გვიგულშემატკივრებთ!

აქვე, მადლობას გიხდით ჩვენი კლუბისადმი გამოხატული დაინტერესებისთვის!”, – წერდა სპაერი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები