გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდროს 10 ქულა პრე-სეზონის წარმატებული დასასრული

გააზიარეთ

NBA-ს პრე-სეზონი დასასრულს უახლოვდება, გუნდები სეზონის დაწყების წინ იდეალურ ფორმაში ყოფნას ცდილობენ.

წინასასეზონო მატჩები წარმატებით დაასრულა სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რაპტორსმა, რომელმაც საშინაო კედლებში ბრუკლინ ნეთსი 119-115 დაამარცხა.

რეპტილიების მხრიდან საუკეთესოები ერჯეი ბარეტი (25 ქულა) და სკოტი ბარნსი (31 ქულა) იყვნენ, ხოლო თავის გამოჩენა ქართველმა ფორვარდმაც შეძლო. სანდრო პარკეტზე სათადარიგო სკამიდან შევიდა და 17 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და თითი-თითო ჩაჭრა და დაფარება გააკეთა.

სეზონის პირველ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი ატლანტა ჰოკსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი