გამოგვიწერეთ

რაგბი

ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ბორჯღალოსნებთან იმუშავებს

გააზიარეთ

ახალ ზელანდიელი ვეტერანი მორაგბე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჯერომი კაინო, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.

43 წლის სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანის ჩვენს ეროვნულ გუნდში ნოემბრის ტესტებიდან ასისტენტ მწვრთნელად იმუშავებს.

კაინო 1983 წელს ამერიკულ სამოაში დაიბადა, ოთხი წლისა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა და რაგბის თამაშიც იქ დაიწყო. 2004-18 წლებში ოკლენდისა და ბლუზის რიგებში თამაშობდა, კარიერის მიწურულს კი საფრანგეთს მიაშურა და ბოლო სამი სეზონი ტულუზაში გაატარა.

მესამეხაზელმა 2004 წელს „ჯუნიორ ოლ ბლექსთან“ ერთად 21 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო; იმავე წელს მსოფლიოს საუკეთესო 21 წლამდე მოთამაშედ დასახელდა. 2004 წელსვე კაინოს „ოლ ბლექსში“ უხმეს, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო მსოფლიო თასი – 2011 და 2015 წლებში; ხუთჯერ (2008, 2010, 2014, 2016, 2017) კი, რაგბი ჩემპიონშიფის გამარჯვებული გახდა; 2011 წელს ის ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

რაც შეეხება საკლუბო მიღწევებს: 2019 და 2021 წლებში ჯერომი ტოპ 14-ის ჩემპიონი გახდა; 2021 წელს ჩემპიონთა თასს დაეუფლა და მოთამაშის კარიერა დაასრულა.

კაინო ტულუზაში დარჩა, სადაც ბოლო ხუთი წელია უნარების და 21 წლამდე გუნდის მწვრთნელად მუშაობს. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, კაინო ფრანგულ გრანდში რჩება და ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბში პარალელურად იმუშავებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად რაგბი