გამოგვიწერეთ

ფარიკაობა

სანდრო ბაზაძე: ვეცდები წნეხს გავუმკლავდე

გააზიარეთ

ერთ კვირაში თბილისში მასშტაბური სპორტული ღონისძიება, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირი თბილისი არენაზე 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში 158 ქვეყნის 1200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირზე იასპარეზებს მსოფლიო რეიტინგის  პირველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. ტურნირის წინ, 31 წლის სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

“ჩემი მედლების კოლექციას ოლიმპიადის და მსოფლიოს ოქროს მედლები აკლია და ყველაფერს გავაკეთებ მსოფლიო ჩემპიონობა სამშობლოში ვიზეიმო. მზადებამ კარგად ჩაიარა. სამშობლოში ასეთ ტურნირზე გამოსვლა გარკვეული წნეხიცაა, მაგრამ ვეცდები  წნეხს გავუმკლავდე. არაფრის მეშინია და მიზნად მხოლოდ ოქროს მედალს ვისახავ.”-თქვა სანდრო ბაზაძემ

ტურნირი 20 ივლისს დაიწყება და სწორედ ამ დღეს იასპარეზებს სანდროც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ფარიკაობა