გამოგვიწერეთ

კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილი: მსურს NBA-ში ჩემი კვალი დავტოვო

გააზიარეთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლიდერი, სანდრო მამუკელაშვილი მომავალ სეზონს ტორონტო რეპტორსში გაატარებს. ქართველი მძიმე ფორვარდი ტორონტოს სან ანტონიოდან შეუერთდა.

TSN sports-თან ინტერვიუში სანდრომ აღნიშნულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

“გუნდში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, რომელსაც საკუთარი თამაშის დახვეწა სურს. დარკო რაიაკოვიჩი  ევროპული ყაიდის მწვრთნელია, რომელიც ევროპულ საკალათბურთო სტილს ანიჭებს უპირატესობას. ჩემი აზრით, ეს სტილი ყველაზე კარგად შემესაბამება და ვფიქრობ ტორონტოში ახალ სიმაღლეზე გადასვლა შემიძლია.

ტორონტო შესანიშნავი ქალაქია.  აქ კალათბურთით ცხოვრობენ და საოცარი გულშემატკივრები არიან. მსგავსი გარემო სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

აქ უნდა დავამტკიცო, რომ  ტორონტოში შემთხვევით არ მოვხვედრილვარ. მსურს, NBA-ში კიდევ 10 წელი ვითამაშო და ჩემი კვალი დავტოვო.” – თქვა სანდრო მამუკელაშვილმა.

 

მამუკელაშვილი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2021 წლიდან თამაშობს. იგი ჯერ  მილუოკი ბაქსის, შემდეგ სან ანტონიო სპურსის ღირსებას იცავდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი