
სპორტის იმ სათამაშო სახეობებში, რომელიც საქართველოში, დარბაზებში ტარდება, კალათბურთი პირველია, რომლის მატჩების მსვლელობისას, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იქნება დეფიბრილატორი. ეს გახლავთ სამედიცინო მოწყობილობა, რომელსაც გულთან და ზოგადად, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების შექმნის შემთხვევაში ადამიანს სიცოცხლე გადაურჩინოს. დეფიბრილატორები მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება უმაღლესი რანგის სპორტულ შეჯიბრებებზე, ხოლო ფეხბურთში და რაგბიში ის თითქმის ყველა მატჩზეა წარმოდგენილი.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამერიკული წარმოების, უახლესი მოდელის თანამედროვე და მსოფლიო სტანდარტებით შექმნილი ავტომატური გარეგანი გამოყენების დეფიბრილატორები შეიძინა.მოგეხსენებათ, თანამედროვე სპორტი ასოცირდება დიდ დატვირთვებთან და ასევე დიდ სტრესთან. სპორტში გახშირდა უბედური შემთხვევები, რომელთაგან სჭარბობს გულთან დაკავშირებული მძიმე და ფატალური შემთხვევები.
დეფიბრილატორი არის ჭკვიანი ალგორითმის მქონე, რომელსაც აქვს როგორც პედიატრიულ ასაკზე გათვლილი ალგორითმი, ასევე მოზრდილებისთვისაც. ის პრაქტიკული და ადვილად სამართავია, ფაქტობრივად თვითმართვადია და ავტომატურად მუშაობს გადაუდებელ სიტუაციებში. დეფიბრილატორი გარედან მაგრდება სხეულზე, ახორციელებს ელექტრო შოკს და CPR ის დროს ( გულ ფილტვის რეანიმაცია) ეხმარება გაჩერებულ გულს ამუშავებაში, ასევე დეფიბრილატორით სარგებლობის დროს, CPR დროს ჩასუნთქვის აუცილებლობა (ხელოვნური სუნთქვა) აღარ არის საჭირო.
დეფიბრილატორი საუკეთესო საშუალებაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების მოსვლამდე დროის მოსაგებად. მისი გამოყენება უადვილებს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მუშაობას. ერთი სიტყვით, თანამედროვე ტექნოლოგიით შექმნილი დეფიბრილატორი, შესაბამისი ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, არის ნებისმიერი ადამიანისთვის გამოსაყენებელი და მძიმე შემთხვევების დროს, რომელიც, იმედია, არასდროს დადგება, სპორტსმენის სიცოცხლის გადარჩენის შანსებს განუზომლად ზრდის.
დღეს, კალათბურთის ფედერაციის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებსაც მატჩების მსვლელობისას ხშირად უწევთ დარბაზებში ყოფნა, სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდა აღნიშნული მოწყობილობის სამართავად. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ელენე შენგელია. ტრენინგს დაესწრნენ კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, თორნიკე გოგიჩაიშვილი, ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრი, ზურაბ სულეიმანაშვილი და 16 წლამდე ევრობასკეტის (A დივიზიონი) სამედიცინო სამედიცინო მიმართულების მენეჯერი, ჯუბა გოგინავა. სწორედ თბილისში, 8-16 აგვისტოს გასამართ ამ ასაკის ევრობასკეტზე დაიდგმება პირველად დეფიბრილატორები და ახალი სეზონიდან ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა ტურნირის მსვლელობისას პერმანენტული სახე მიეცემა.
თორნიკე გოგიჩაიშვილი:
„სექტემბერში იგეგმება უფრო მასშტაბური ტრენინგი და გადამზადდებიან როგორც მთლიანად ფედერაციის თანამშრომლები, ისე შეჯიბრებების მონაწილე პერსონალი ასევე სპორტსმენები, მედიკოსები, მწვრთნელები, მშობლები. უკლებლივ ყველა, რადგან ამ აპარატების ჭკვიანი ალგორითმი საშუალებას გვაძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გამიყენოს ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თუნდაც არ ჰქონდეს სამედიცინო განათლება, მთავარია ფლობდეს იმ საჭირო უნარებს, რაც პირველად დახმარებას მოიცავს. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა ვუთხრა კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას ამ სამედიცინო პროექტის მხარდაჭერისა და ძალიან საჭირო აპარატურის შეძენისთვის. ასევე მადლობა ქალბატონ ელენე შენგელიას, რომელმაც დღევანდელი ტრენინგი ჩაატარა“.
წყარო: GBF.GE
იხილე მეტი
-
სანაკრებო ტურნირები
/ 13 საათის agoმუნდიალის ნახევარფინალური მატჩისთვის საფრანგეთისა და ესპანეთის შემადგენლობები ცნობილია
გააზიარეთმსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების შემადგენლობები ცნობილია. მსოფლიოს ჩემპიონატი 1/2 ფინალი...
ავტორი Giorgig -
კალათბურთი
/ 19 საათის agoმამუკელაშვილი: ლეიკერსში მხოლოდ მოგებაზე ფიქრობ
გააზიარეთსანდრო მამუკელაშვილს ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით ჯერ არ უთამაშია, მაგრამ ახალი გუნდის მატჩს უკვე...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სხვა...
/ 21 საათის agoგალამაზებული მალთაყვა საუკეთესო სპორტსმენებს ელოდება
გააზიარეთ1991 წელს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობისკენ პირველ ნაბიჯებს დგამდა, პირველ ხმაურიან ტურნირს უმასპინძლა – ევროპის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი