გამოგვიწერეთ

ძიუდო

სარდალაშვილი აბუ დაბიში ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გააზიარეთ

აბუ დაბიში დაიწყო ძიუდოისტთა გრანდ სლემი, სადაც რვა ქართველი მონაწილეობს. პირველ დღეს ტატამიზე ორი ქართველი გავიდა და მათგან ერთს მედლის შანსი აქვს.

გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ჯერ ებრაელ იცხაკ აშვიზს მოუგო, შემდეგ ყაზახ ამინ ბაკიტჟანს სძლია, ნახევარფინალში კი, მონღოლ ენკტაივანთან იპონით წააგო და მესამე ადგილისთვის ბელგიელ ვერსტრაეტენს დაეჭიდება.

დღესვე ტატამიზე თემურ ნოზაძეც ვიხილეთ. ჩვენებურმა ჯერ ყირგიზი ადის ოროზმატოვი კი დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ფრან ვალიდ ხიართან წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ძიუდო