გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველომ ბრაზილია პენალტებში დაამარცხა

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის II დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ტურნირიდ მეორე დღეს, რევაზ ჩომახიძის შეგირდები ბრაზილიას პენალტებში 17:15 აჯობეს.

ძირითადი დრო ფრედ – 12:12 დასრულდა. თურქებთან პირველი მატჩის მსგავსად საქართველომ ამჯერადაც კარგად დაიწყო და პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით იგებდა. თუმცა, უპირატესობა ვერც ამჯერად შეინარჩუნა. მართალია, არ წააგო, მაგრამ საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ჩვენებმა 5:3 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები 9 აპრილს სლოვენიასთან ითამაშებს, რის შემდეგ გაირკვევა, გავა თუ არა ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე.

გეტყვით, რომ ტურნირში 23 ქვეყნის ნაკრებია ჩართული, რომელთაგან ორი საუკეთესო მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზურს მოიპოვებს. უცნაური ჯგუფური ეტაპის შემდეგ საერთო სატურნირო ცხრილი შედგება და 23-დან 16 საუკეთესო ნაკრები მერვედფინალში დაწყვილდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი