გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველოს შავი ზღვის ლიგის შექმნა სურს

გააზიარეთ

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციისა და წყალბურთის კლუბ აპოლოს ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი ეხებოდა საქართველოში შავი ზღვის ქვეყნების ლიგის შექმნას. გათამაშების ფორმატზე სპეციალური ჯგუფი იმსჯელებს.

სპორტის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ასევე მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა წყალბურთის კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, სექტემბერში საქართველო შავი ზღვის თასის გათამაშებას ტურნირის სახით უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის, ლიეტუვასა და ყაზახეთის წყალბურთის კლუბები მიიღებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად წყალბურთი