გამოგვიწერეთ

ძიუდო

საქართველომ ტოკიო უმედლოდ დაასრულა

გააზიარეთ

ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღეს ტატამიზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და ყველა უმედლოდ დარჩა.

მედალთან ყველაზე ახლოს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ზაურ დვალაშვილი (81კგ) იყვნენ:

შავდათუაშვილმა პირველი ბრძოლა ისრაელის წარმომადგენელ იეონათან ელბაზს მოუგო, შემდეგ კი, იაპონელ რიუგა ტანაკასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მონღოლელ ანხზაია ალვიარგალს კი აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის შუსუკე უჩიმურასთან წააგო.

დვალაშვილმა მეტი გზა გაიარა: სამხრეთკორეელ იუნ ჯუნ პარკთან და ბულგარელ ხრისტო ვალკოვთან მოგებეის შემდეგ, იაპონელ -სოტარო ფუჯივარასთან დამარცხდა და მედალს რეპეშაჟიდან შეუტია: ზაურმა კანადელი ფრანსუა დრაპო კი დაამარცხა, მაგრამ მედლისთვის შეხვედრაში იაპონელმა ძიუდოისტმა იოშიტო ჰოიომ აჯობა.

დღესვე იჭიდავეს გიორგი ტერაშვილმა (73), მარიამ ჭანტურიამ (70) და სოფიო სომხიშვილმა (+78) – სამივე პირველივე წრეში დამარცხდა.

შეგახსენებთ, საქართველომ ტოკიოს გრანდ სლემზე სამი მედალი მოიპოვა: ილია სულამანიძე (100) ჩემპიონი გახდა, ხოლო გიორგი ჯაბნიაშვილი (90) და ეთერ ლიპარტელიანი (57) ბრინჯაოს მედალი ირგუნეს.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ძიუდო