გამოგვიწერეთ

ქართული

საქართველოს თასისთვის ბრძოლას ოთხეული აგრძელებს

გააზიარეთ

გაიმართა საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩები და გაირკვა ის ოთხეული, რომელიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებს.

სერიების პირველი მატჩები თებერვლის დასაწყისში გამართა, განმეორებითი კი, გუშინ.

რუსთავისა და თელავის (მაშინ ვსა-ს სახელით გამოდიოდა) პირველი შეხვედრა, ფრედ დასრულდა, რაც ორმატჩიან დაპირისპირებაში დასაშვებია.

თელავს აკლდა ორი ლიდერი – დემარე კინგი და ტაისონ ჯექსონი, მაგრამ რუსთავს 29 ქულით – 91:62 აჯობა;

ზესტაფონის მარგვეთს პირველი მატჩი რაშთან 23 ქულით ჰქონდა მოგებული და რა უნდა მომხდარიყო, შინ ამაზე მეტით რომ წაეგო. არც არაფერი. მარგვეთმა კიდევ 27 წაამატა – 103:76 იმარჯვა;

თასის მოქმედმა მფლობელმა ქუთაისმა საკმაო ბრძოლა გადაიტანა ბათუმთან, რომელსაც სტუმრად ორი ქულით მოუგო და საპასუხო მატჩში ზესტაფონში უმასპინძლა. დაძაბულ ბრძოლაში რიონისპირელებმა 102:95 იმარჯვეს;

თსუ-ს კავასიასთან პირველი მატჩიდან ხუთქულიანი ჰანდიკაპი მოსდევდა, ხოლო საპასუხოში ბეწვის ხიდზე გაიარა. შეხვედრას უმეტესწილად კავკასია იგებდა, რომლის უპირატესობა პირველ ტაიმში ხუთ ქულას რამდენჯერმე ასცდა. შესვენების შემდეგ თსუ-მ თამაში დაცვის ხარჯზე გამოასწორა და თავად გალიდერდა. უნივერსიტეტელთა უპირატესობამ ბოლო პერიოდის დასაწყისში 10 ქულას გადააჭარბა, მაგრამ კავკასიამ მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მეტის გასაკეთებლად დრო აღარ დარჩა – 82:82.

7 აპრილს ოთხთა ფინალში მარგვეთი-ქუთაისი და თელავი-თსუ ითამაშებენ. მათ შორის გამარჯვებულები კი, 8 აპრილს საქართველოს თასის მფლობელს გაარკვევენ.

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ქართული