გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მარკიზ რიდი: მადლობა საქართველო!

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი მარკიზ რიდი ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდისთვის ჩინებული შენაძენია. რიდი ჩვენს ეროვნულ გუნდს ძალიან წაადგა 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯრის დროს, როდესაც დანიის ნაკრებთან ორი მატჩი ითამაშა.

განსაკუთრებით გამორჩეული სკანდინავიელებთან მისი მეორე თამაში, რის შემდებ FIBA-მ ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ სადებიუტო მატჩებს თავად რიდი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მომდევნო თამაშებს მოუთმენლად ელის.

მარკიზ რიდი:

„ეს ძალიან მაგარი გამოცდილება იყო! მადლობა, საქართველო… რათა საშუალება მომეცი ქვეყნის ღირსება სიამაყითა და სიხარულით დამეცვა. ჩვენ ყოველთვის ერთ ოჯახად დავრჩებით. მე დიდებულ თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს შევხვდი, რომელთაც საოცარი ქომაგობა გაგვიწიეს. მოუთმენლად ველი, როდის შეგვეძლება იგივეს გამეორება“.

შეგახსენებთ, რიდმა დანიურ მატჩში 26:59 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, თბილისში კი, 28:04 წუთში – 29 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი