გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველომ დანია ისევ მარტივად დაამარცხა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა დანია შინაც მარტივად დაამარცხა – 89:60. ალეკსანდრ ჯიკიჩის გუნდმა სკანდინავიელების განადგურებას თავიდანვე შეუდგნენ და თამაშის ბოლომდე ანგარიშს ზრდიდა. საბოლოოდ, კი 29-წულიანი უპირატესობით მოიგეს.

ისევ შესანიშნავი თამაში ჰქონდა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას, ვინაც 29 წუთში 27 ქულა, 11 მოხსნა, 3-3 პასი და ჩაჭრა და 5 დაფარება მოინაგრა. მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 34; არანაკლებ წაეშველა გუნდს ახალი ნატურალიზებული მარკიზ რიდი – 28 წუთში 29 ქულა, 7 პასი და 3-3 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა; მისი მარგი ქმედების კოეფიცინტმა კი, 34 შეადგინა. დიდი შანსია ორივე კალათბურთელმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოსახვედრად გაიწიოს; 12 ქულით და 8 მოხსნით წაეშველა გუნდს ალექსანდრე მერკვილაძე, ვინაც ამჯერად სამიდან სამი სამქულიანი ჩააგდო; ჩვენს გუნდს ქულები ასევე დუდა სანაძემ (8), კახა ჯინჭარაძემ (7), გიორგი ტურძილაძემ (4) და მათე ხატიაშვილმა (2) მოუტანეს.

საქართველოს ნაკრებს ორი მოგება მოუგროვდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. თუმცა, რაც უფრო მეტ ქულას გავიყოლებთ, უკეთესი იქნება. საამისოდ, ივლისში ორი თამაში დაგვრჩა – შინ ესპანეთთან და, სტუმრად – უკრაინასთან. პირველ წრეში ორივესთან წავაგეთ.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი