გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასი გორის დილამ ჩაიბარა

გააზიარეთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი გორის დილამ მოიგო. ქართველებმა ჩემპიონატში „დამარცხებისთვის“ შური იბერია 1999-ზე იძიეს და დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მეტოქეს 3:1 აჯობეს.

ეს დილას მეორე ტრიუმფია საქართველოს თასი ისტორიაში.

ანგარიში მეორე წუთზე გაიხსნა – გორელებმა კუთხური გაათამაშეს, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, მცველებმა კი გამოიტანეს, მაგრამ საჯარიმოს გარეთ ოთარ ფარულავა დაუხვდა და კარში გაუშვა. მრგვალი სფერო გზად გიორგი ჯგერენაიას მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში შევარდა.

იბერია გათანაბრებას ცდილობდა და მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც პირველი. ფლანგზე მცველის მიერ დაშვებული შეცდომის შემდეგ გორელთა შეტევა ცენტრში გაგრძელდა, იქ შოთა შეყილაძემ დაარტყა კარში, ბურთი ამჯერად დერეკ აგიაკვას მოხდა და გიორგი მაკარიძეს მორედ მოუხდა მისი ბადიდან გამოტანა.

იბერია თამაშში 71-ე წუთზე დაბრუნდა – კუთხურის შემდეგ ბურთს საჯარიმოში თავით ჯგერენაია დაუხვდა და სხვაობა შეამცირა.

დარჩენილ დროში ისევ იბერია აქტიურობდა და გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ მატჩის ბოლოს კონტრშეტევა გაეპარა და აბუბაქარ კონტემ დილამ გამარჯვება გააფორმა…

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი