გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასის ფინალში დილა და იბერია ითამაშებენ

გააზიარეთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს ეროვნული ლიგის ლიდერები – გორის დილა და თბილისის იბერია 1999 დაუპირისპირდებიან.

გორელებმა გუშინ დამატებით დროში სამტრედიას 2:0 მოუგეს, იბერიელებმა კი დღეს ბათუმის დინამო 5:1 დაჩაგრეს.

პირველი ტაიმში იბერიას უპირატესობა კი ჩანდა, მაგრამ მხოლოდ ერთელ მოახერხეს გოლის გატანა – თორნიკე ახვლედიანმა ზღვისპირელებს ტაიმი მოაგებინა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოლის დროს ბათუმელთა მეკარის შეცდომა აშკარა იყო.

მათე თურმანიძემ შეცდომა მეორე ნახევარში დაუშვა, როდესაც ნიკოლოზ დადიანმა იბერია ორი ბურთით დააწინაურა. შემდეგ კი, ამირან ძაგანიამა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთხელაც თავი ლუკა სილაგაძემ გამოიჩინა.

ერთადერთი, რაც გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მოახერხა, პრესტიჟის გოლის გატანა იყო – ლუკა წულუკიძემ შეაგდო.

წინ ფინალია…

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი