გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასზე სტუმართა დღე იყო

გააზიარეთ

23 სექტემბერს საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. სამ წყვილში ლიგა 2-ის წარმომადგენელი გუნდები ლიგა 1-ის წარმომადგენლებს მასპინძლობდნენ, ხოლო ერთი სუფთა მეორე ლიგელებისა იყო. ოთხივე მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა.

ტყიბულის მეშახტემ თბილისის იბერია 1999-ს ამბროლაურში უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. იბერიელებმა რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე გაუშვეს და გუნდი მოედანზე ანზორ ცხვიტავამ გაიყვანა, ვის ხელშიც გუნდმა პირველივე მატჩი მოიგო.

გოლები საწყის 34 წუთში გავიდა: ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა; მეორე გურამ გოშთელიანმა შეაგდო; მესამედ გიზო მამაგეიშვილმა იხეირა.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა თბილისის ლოკომოტივისა და ბათუმის დინამოს მატჩი. თორნიკე კირკიტაძემ ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. ლოკოს გათანაბრება შეეძლო, მაგრამ 30-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ბათუმელებმა იყოჩაღეს: ჯერ გურამ ჯაფარიძემ გაიტანა, მერე ლუკა წულუკიძემ და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, აქ გადაწყდა.

შარშანდელი თასის მფლობელი თბილისის სპაერი შინ გორის დილას დაუხვდა და 1:2 დამარცხდა.

ანგარიში დეო ბასინგამ გახსნა, რასაც ალექსანდრე ანრონიკაშვილის პენალტი მოჰყვა და 24-ე წუთზე გორელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. სპაერმა ერთი ბურთი მალევე გაქვითა – გიორგი ცეცხლაძემ სხვაობა შეამცირა, მაგრამ სულ ეს იყო…

მეორელიგელთა ჯახში 2:1 მოიგო სამტრედიამაც, ვინაც სტუმრად რუსთავი დაამარცხა. სცენარიც ანალოგიური იყო: იმერლები ნახევარი საათის თავზე გიორგი გადრანისა და ლევან კუტალიას გოლებით იგებდნენ; 38-ე წუთზე დმიტრო დობრანსკიმ სხვაობა შეამცირა.

ნახევარფინალში ერთმანეთს იბერია-დინამო ბათუმი და დილა-სამტრედია ეთამაშებიან. ნახევარფინალები 30 ოქტომბერს გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი