გამოგვიწერეთ

ქართული ფეხბურთი

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გარდაიცვალა

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და დინამო თბილისის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1992-2004 წლებში „ნემსოს“ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 69 მატჩი აქვს ჩატარებული; საკლუბო კარიერა თბილისის დინამოში დაიწყო და 2005 წელს იქვე დაასრულა; გარდა ამისა, საქართველოში უთამაშია ლანჩხუთის გურიაში, შევარდენსა და ლოკომოტივში; უცხოეთში კი, გერმანულ ჰომბურგში, თურქულ ტრაბზონსპორში, შვეიცარიულ გრასჰოპერსში, იტალიურ რეჯანასა და შოტლანდიურ დანდიში.

ნემსაძე საქართველოს 17 წლამდე ნაკრების მწვრთნელიც იყო; ამავე პოზიციაზე მუშაობდა შევარდენში, გორის დილასა და დინამო თბილისში; 2020-21 სეზონში ნემსაძე დინამო თბილისის სპორტული დირექტორიც იყო.

Etablo-ს რედაქცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ქართული ფეხბურთი