გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

კვარა: ჩემი ხალხისთვის უფრო ძლიერი დავბრუნდები

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმასთან დაკავშირებით მიმართვა ინსტაგრამზე გაავრცელა.

ხვიჩა კვარაცხელია:

„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა, ბევრს უთქვამს მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა. მაგრამ – ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს – რატომ მაინც და მაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია, ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ.

მეგონა ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა. მაინც ვხვდები რომ ღმერთმა მე ამირჩია და, თუ ამით სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია. არ გიღალატებთ, პირობას ვდებ, წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით“.

კვარამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბარსელონას წინააღმდეგ მიიღო. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტა დადგინდა და რამდენიმე დღეში ოპერაცია ჩაუტარდება. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას 7-დან 9 თვემდე ვერ შეძლებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები