გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ცუდი ამბავი – კვარაცხელიამ სეზონი დაასრულა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიასთვის სეზონი დასრულებულია. ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ბარსელონას წინააღმდეგ, მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი მოუწევს.

ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს და აცხადებს, რომ დიაგნოზი უკვე დადასტურებულია. კვარაცხელიას ოპერაცია უახლოეს პერიოდში ელის, აი, სარეაბილიტაციო პროცესი კი, 7-დან 9 თვემდე გასტანს.

ბარსელონასთან მატჩის 59-ე წუთზე კვარა მეტოქესთან შეჯახების შემდეგ დაეცა და მინდორი მხოლოდ თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა. დამაიმედებელი არც წინასწარი შეხედულება ჩანდა, მაგრამ ყველაზე ცუდი ინფორმაცია დადასტურდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები