გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველოს ნაკრები ესპანეთში ჩავიდა

გააზიარეთ

2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ესპანეთში ჩავიდა.

ტენერიფეჩი ჩვენი გუნდი ასეთი შემადგენლობით არის:

რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, ქართველმა კალათბურთელებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრა თბილისში უკრაინასთან (79:92) დათმეს, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა დანია (74:64) დაამარცხა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფში სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს.

ესპანეთისა და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებების მატჩი 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი