გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველოს ნაკრები მოლდოვას ორჯერ უმასპინძლებს

გააზიარეთ

24 და 27 ოქტომბერს საქართველოს ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ირის ანტმანის გუნდი ორივეჯერ მოლდოვას გაეჯიბრება.

პირველი მატჩი, 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება; მეორე მატჩს კი, რომელიც 18:00-ზე დაიწყება, მიხეილ მესხი 2 უმასპინძლებს.

ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება 24 ფეხბურთელით, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე დაიწყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია, თეონა სუხაშვილი (ორივე ნიკე-ლუსო), ეკა თაბაგარი (ელიტა);

დაცვა: მარიამ კალანდაძე (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), გვანცა ქადაგიშვილი, სოფიკო ნარსია, სალომე გასვიანი, თამარ ტატუაშვილი, ელენე ენჯიბაძე, ანი აკობიძე (ყველა ნიკე-ლუსო), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი);

ნახევარდაცვა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი), ანა ჩემინავა (ჰაპოელ თელ-ავივი, ისრაელი), მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), კესო მეტონიძე (რაჭა), თინათინ ამბალია (სპარტა, ჩეხეთი), ნათია დანელია, ირინა ხაბურზანია, ლიზი მწყერაშვილი (ყველა ნიკე-ლუსო);

თავდასხმა: ნათია ჯოჯუა, თეონა ბაქრაძე, ნინო ბუხრიკიძე (ყველა ნიკე-ლუსო), ეთერ სულაშვილი (ლანჩხუთი).

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები