გამოგვიწერეთ

წყალბურთი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასი მარცხით დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის II დივიზიონი მარცხით დაიწყო. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი თურქეთთან 16:17 დამარცხდა.

ჩვენებმა კარგად დაიწყეს, მეორე პერიოდის დასაწყისში სამი ბურთითაც იგებდნენ. თუმცა, შესვენებამდე მხოლოდ ერთი დარჩა. აი, მესამე მეოთხედში დაცვა მოიშალა და რვა ბურთი მივიღეთ. მართალია, ხუთი ჩვენც გავიტანეს, მაგრამ დასკვნით მეოთხედს ორი ბურთის ჩამორჩენით შევხვდით და შემოტრიალება ვეღარ მოვახერხეთ.

მალტაში მიმდინარე ტურნირს დიდი ალბათობით იაპონიის ნაკრები გამოეთიშა. დანარჩენი 23 ეროვნული გუნდიდან კი, მსოფლიო თასის სუპერფინალში ორი საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ეტპაზე ორი მატჩი დარჩა: 8 აპრილს ბრაზილიას შეხვდება, 9-ში – სლოვენიას. ჯგუფური ეტაპის შემდეგ საერთო სატურნირო ცხრილი შედგება და 23-დან 16 საუკეთესო ნაკრები მერვედფინალში დაწყვილდება და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდება.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად წყალბურთი