გამოგვიწერეთ

ნაკრები

საქართველო ესპანეთისთვის ალიკანტეში ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს ელჩეში ესპანეთს გაეჯიბრება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთს ესტუმრება.

ფრანგმა სპეციალისტმა გუნდი ალიკანტეში შეკრიბა და, დღეს, პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. იმასაც გეტყვით, რომ მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. მათგან, ლუკა ლოჩოშვილი, ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო, ესპანელებთან ვერ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი);

თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები