გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზედიზედ მეორედ – კიტეიშვილის მორიგი აღიარება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ხერხემალი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ჯილდო გრაცის შტურმის ქართველი ლეგიონერისთვის უცხო არ არის. მან ეს აღიარება შარშანაც მოიპოვა.

ამჯერად გამოკითხვაში მონაწილეობა ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდების კაპიტნებმა მიიღეს და მათაც ყველასგან სწორედ ოთარ კიტეიშვილი გამოარჩიეს. გალა დაჯილდოება Bruno Gala ვენაში შედგა, თუმცა თავად ოთარი მას ვერ დაესწრო და მიზეზიც საპატიოა – კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთშია შეკრებაზე, თუმცა იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვით სპეციალური ვიდეო გზავნილით მიმართა.

„ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი გუნდის დამსახურებაა. დიდი პატივია ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ მას გუნდის მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდი. მადლობა ყველას ამ აღიარებისთვის“ – აღნიშნა მიმართვაში ქართველმა ნახევარმცველმა.

წინა სეზონში ოთარ კიტეიშვილმა შტურმის მაისურით ავსტრიის ბუნდესლიგაში 32 მატჩი გამართა და 12 გოლი გაიტანა.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები