გამოგვიწერეთ

კალათბურთი

საქართველო ჩეხეთშია, ანდრონიკაშვილი დღეს ივარჯიშებს

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში განაგრძობს. პოლონეთში ამხანაგური მატჩის შემდეგ ეროვნული გუნდი ავტობუსით გადავიდა ჩეხეთის დედაქალაქში და იმ სასტუმროში დაბინავდა, რომელიც ევროპაში ცნობილ ქალთა საკალათბურთო კლუბ USK-ს დარბაზის გვერდით მდებარეობს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი სწორედ ამ დარბაზში ივარჯიშებს და მასპინძლებთან 19-21 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

19 აგვისტოს, იმ დარბაზში ვითამაშებთ, სადაც ჩვენი გუნდი ვარჯიშობს. პრაღაში პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 16 აგვისტოს გამართა, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია რატი ანდრონიკაშვილს. ნაკრების 24  წლის უკანახაზელი სოსნოვიეცში, პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და ექიმების რეკომენდაციით არ უვარჯიშია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გარკვეული პროცედურებისა და ფეხის დასვენების შემდეგ ვარჯიშებს, სავარაუდოდ, დღეიდან განაახლებს.

ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების ორი მატჩიდან პირველი დახურული ხასიათის იქნება. რაც შეეხება მეორეს, 21 აგვისტოს მატჩს პრაღიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქი პარდუბიცე უმასპინძლებს. შეხვედრა ევროპის უდიდეს ჰოკეის დარბაზში – „ენტერია არენაზე“ გაიმართება. ეს იქნება ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ვარჯიშებს პრაღაში განაგრძობს, საიდანაც კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. ჯგუფის საუკეთესო ოთხი გუნდი მერვედფინალში გავა და ფლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად კალათბურთი