გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ევრობასკეტზე ლიდერის გარეშე? – დიდი დარტყმა ესპანეთს

გააზიარეთ

ევრობასკეტ 2025-ზე, რომლის ნაწილიც კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ესპანეთი იქნება.

ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი შეიძლება კარს მომდგარ ევრობასკეტს დიდი დანაკლისით შეხვდეს. სერხიო სკარიოლო ადასტურებს, რომ სანტი ალდამა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება გუნდს გამოაკლდეს:

“სანტი ალდამასა და ალბერტო დიაზის შემთხვევაში საქმე საკმაოდ რთულადაა. იმედი გვაქვს, ისინი მალე შეძლებენ ვარჯიშის განახლებას, რადგან გადავწყვიტოთ, წავიყვანოთ თუ არა კვიპროსზე. თუ უახლოეს დღეებში მათ სავარჯიშო პროცესში დაბრუნება ვერ შეძლეს, ევრობასკეტის გამოტოვება მოუწევთ”, – განაცხადა მან.

24 წლის ალდამა მემფის გრიზლის კალათბურთელია. იგი ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, მის გარეშე კი სკარიოლოს საქმე ცალსახად გართულდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი