სევილიაში გადასულმა გიორვი ქოჩორაშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ. ამ გუნდში მოხვედრით ბავშვობის ოცნება აიხდინა.
ქართველმა ფეხბურთელმა 2015 წელს, თბილილში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩიც გაიხსენა, სადაც სევილია ბარსელონასთან უხვგოლიან შეხვედრაში დამარცხდა.
გიორგი ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დევიზია: ,,არასოდეს არ დანებდე” და სევილია ამ სულისკვეთების გუნდია.
,,საქართველოში ხშირად არ გვეძლევა იმის საშუალება, რომ მაღალი დონის თამაშებს სტადიონზე ვუყუროთ. ბოლო ორი მატჩი, რაც სტადიონზე ვნახე თუ სწორად მახსოვს იყო 2011 წელს ესპანეთთან და მეორე უეფას სუპერთასი, სადაც სევილია ბარსელონასთან დამარცხდა. ეს დღე კარგად მახსოვს, რადგან შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები არ მქონდა და მას დიდხანს ველოდებოდი. მატჩის დაწყებამდე ორი საათი იყო დარჩენილი როცა მითხრეს, რომ თამაშზე წავიდოდი. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. ამ ბილეთს სახლი დღემდე ვინახავ. ასე რომ პატარაობიდანვე, 12-13 წლის ასაკიდან უკვე ვიცი სევილიას შესახებ. ამ დიდ და ტიტულოვან კლუბში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენაა, ამას გულწრფელად ვამბობ. გუშინ როცა სახლში მივდიოდი არ ვიცი რამდენჯერ მოვუსმინე გუნდის ჰიმნს, რადგან საბოლოოდ ის ჩემი ნაწილი გახდა. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ მათი, ვინც ჩემს ტრანსფერზე იმუშავა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სევილიას ფეხბურთელი გავმხდარიყავი. მეც აქ მოსახვედრად მაქსიმუმი გავიღე.
სევილია ნიშნავს არასიდეს არ უნდა დანებდე მაშინაც კი როცა ყველაფერი ცუდადაა და შეიძლება ყველაფერი ცუდად იყოს. აქ თამაშობდნენ დიდი ფეხბურთელები, გუნდში არის გარემო, სადაც ერთმანეთს ვენდობით, გვერდში ვუდგავართ სწორედ ეს აქცევს სევილიას უნიკალურად და ეს აკავშირებს ჩემთან ამ გუნდს.
როცა პატარა ვიყავი ჩემს ოთახში წარწერა მქონდა: ,,არასოდეს არ დანებდე!”, რაც ამ გუნდშიც ხშირად გვესმის ასე, რომ არასოდეს დავნებდები და არც სევილია დანებდება.” – აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი.
ავტორი: კახა მიხანაშვილი.