გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკაში პირველი წრე გორგოძემაც გაიარა

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობაზე ეკატერინე გორგოძემ ძალიან მაგარი ბრძოლა გადაიტანა პოლონელ კატარჟინა კავასთან და 3:6; 7:6; 6:2 იმარჯვა.

პირველი სეტი პოლონელმა წაიღო. საამისოდ, სულ ერთი ბრეიკის გაკეთება დასჭირდა.

ყველაზე დაძაბული მეორე სეტი გამოდგა: კავა ორჯერ დაწინაურდა, ეკომ ორივეჯერ უკან დაიბრუნა, მერე წინაც გავიდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ მეტოქეს გათანაბრების საშუალება მისცა. შემდეგ ოთხჯერ გადაარჩინა „ფარული“ მატჩ-პოინტი და ტაი ბრეიკზე სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში გორგოძე თავიდანვე დაწინაურდა, პოლონელმა იქვე გაათანაბრა, მაგრამ გორგოძემ კიდევ ორი ჩაწოდება წაართვა მეტოქეს და მარტივად მოიგო.

გორგოძი მეტოქე შემდეგ წრეში ბერძენი დესპინა პაპამიხაილი იქნება.

შეგახსენებთ, საკვალიფიკაციოს პირველ წრეში გამარჯვება მარიამ ბოლქვაძემ მოიპოვა, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილი საქმეში დღეს ჩაერთვება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი