გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სოსიაშვილის ეფექტი – ახალციხის სამცხე რეგიონულ ლიგაში დაუმარცხებელია

გააზიარეთ

ახალციხის სამცხე რეგიონულ ლიგაში დაუმარცხებლად მიიწევს. კლუბმა სეზონის პირველ 8 ტურში მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა – 8 მოგება, 42 გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი. მათი მთავარი მიზანი ყოველწლიური დაწინაურებაა.

გუნდის მთავარი მწვრთნელია უჩა სოსიაშვილი – ადამიანი, რომელმაც 2015 წელს, სულ რაღაც 26 წლის ასაკში, გორის დილა საქართველოს ჩემპიონად აქცია. სწორედ სოსიაშვილის ხელმძღვანელობით ცდილობს სამცხე სწრაფი პროგრესის გზას და ამ გზაზე უკვე აშკარა წარმატება აქვს.

გუნდის ფეხბურთელების 95% თბილისელია, ვარჯიშებს დედაქალაქში გადიან, ხოლო საშინაო მატჩებს კასპის სტადიონზე ატარებენ. ამის მიზეზია ახალციხის სტადიონის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რომლის განახლება უკვე დაგეგმილია. პროექტი მოიცავს მთავარი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას – მოედნის, ტრიბუნის და სარბენი ბილიკების ჩათვლით, ასევე მის გვერდით მეორე სტადიონის (100×60 მ) მოწყობას.

მოგვიანებით იგეგმება ბავშვთა საფეხბურთო სკოლის სტადიონიც, რომელიც მხოლოდ ასაკობრივი ჯგუფებისთვის იქნება განკუთვნილი. მთელი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმართულია იმაზე, რომ ახალციხეში ბავშვთა ფეხბურთი განვითარდეს და საფუძველი ჩაეყაროს წარმატებულ საფეხბურთო მომავალს.

სამცხე არა მხოლოდ შედეგებით იქცევს ყურადღებას, არამედ შემადგენლობითაც. გუნდში არიან ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ვაჟიკო ნემსაძე, კოკა სეფიაშვილი, თემურ მარკოზაშვილი, ლუკა სოსიაშვილი და ნიკა ხაჩიძე. გუნდში თამაშობენ თბილისის ლოკომოტივის ყოფილი მოთამაშეებიც. ადგილობრივ მოთამაშეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ზურა გელაშვილი – ყოფილი 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი.

გუნდის მიზანი მკაფიოა – ყოველწლიურად დაწინაურდეს და როგორც მწვრთნელი სოსიაშვილი ამბობს, რეალურად, სამცხე ისეთივე მასშტაბური პროექტია, როგორიც იყო წყალტუბოს სამგურალი, რომელიც მესამე ლიგიდან ეროვნულ ლიგაში წარმატებით აღზევდა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი