გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სპაერი ეროვნული ლიგა 2-ის მონარქია

გააზიარეთ

ეროვნულ ლიგა 2-ს თბილისის სპაერი 35 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე მარტვილის მერანიაა 26 ქულით, ხოლო მესამე პოზიციაზე რუსთავი იმყოფება 25 ქულით.

ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი მარტვილის მერანის, თავდამსხმელს ჯავოხირ ესონკულოვს ეკუთვნის, რომელმაც 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დააგროვა. მეორე ადგილზე სპაერის შემტევი, საბა გეგიაძეა , რომელსაც 10 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სპაერი წელს საქართველოს ევროტურნირებზე წარადგენს. კლუბი განსაკუთრებულ პროექტად ითვლება, რადგან გუნდის შექმნა მეხუთე ლიგიდან დაიწყო და ახლა უკვე უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვთ.

ეროვნული ლიგა 2-ის ცხრილში დაბალ პოზიციებზე შემდეგი გუნდები არიან განლაგებული: ბოლო ადგილზე 8 ქულით დინამო თბილისი 2-ია. მეცხრე პოზიციაზე სამტრედია 14 ქულით, მერვეზე — თბილისის ლოკომოტივი 19 ქულით. მეშვიდე ადგილზე გონიოა, მეექვსეზე ბოლნისის სიონი, მეხუთეზე კი იბერია 1999-ის მეორე გუნდი. მეოთხე პოზიციაზე ტყიბულის მეშახტეა 23 ქულით.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი