გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

რამდენი გამოიმუშავა პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის 5:0 დამარცხების შედეგად, მხოლოდ ერთ მატჩში, უეფას საპრიზო ფონდიდან 10.5 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

მთლიანობაში, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელებს მიმდინარე სეზონში უეფამ 148.42 მილიონი ევრო დაურიგა, რაც საუკეთესო შედეგია ევროტურნირებზე. მეორე ადგილზე ფინანსურ რეიტინგში ინტერი გავიდა, რომელმაც 137 მილიონი ევრო მიიღო. 100 მილიონ ევროს ზღვარს კიდევ ხუთი კლუბი გადაცდა: არსენალი (117), ბარსელონა (116), ბაიერნი (105), დორტმუნდი (102) და რეალი (101). ლივერპული კი ცოტა ჩამორჩა და 98 მილიონი ევროს გამომუშავებას მიუახლოვდა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 36 მონაწილეს შორის ყველაზე ნაკლები თანხა, დაახლოებით 22 მილიონი ევრო, სლოვაკური სლოვანის მიერ იყო მიღებული. აქედან 18.62 მილიონი მხოლოდ მონაწილეობისთვის განისაზღვრა და ეს ყველა გუნდს თანაბრად ერგო.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები