გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

სპაერი ვენის აუსტრიასთან განადგურდა

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს სპაერი ვენის აუსტრიას დაუპირისპირდა და მძიმე მარცხი განიცადა – 0:5. ორმატჩიანი დაპირისპირების ჯამში ანგარიშმა 0:7 შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ კლასსა და გამოცდილებაში გუნდებს შორის მკაფიო სხვაობა იყო, სპაერი თამაშში თავდაჯერებულად ჩაერთო და საწყის წუთებში წნეხის გარეშე, თავდადებით იბრძოდა. ქართველთა მცდელობა ბურთის გათამაშებაზე, გააზრებულ შეტევებზე და ბრძოლაზე ნამდვილად დასაფასებელია.

მატჩი მაღალი ტემპით დაიწყო და პირველი რეალური საგოლე მომენტიც სტუმრებს ჰქონდათ. მე-9 წუთზე ავსტრიელთა სახიფათო ჯარიმა გიორგი ფუტკარაძემ ეფექტურად მოიგერია.

პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე პლავოტიჩმა თავით გახსნა ანგარიში, ორ წუთში ფიცმა საჯარიმოს გარედან გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი მალონემ პენალტით სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა – 0:3.

მეორე ტაიმში სპაერი შეტევას ცდილობდა და მოწინააღმდეგის ნახევარზეც გადადიოდა, თუმცა აშკარად გამოიკვეთა ძალების დეფიციტი და ტექნიკური წუნი. მალონემ დუბლი 55-ე წუთზე გაიფორმა, საბოლოო წერტილი კი ეგერშტაინმა 73-ე წუთზე დასვა. მან სპაერის დაცვის უხეში შეცდომით ისარგებლა და ულამაზესი ინდივიდუალური გოლით ანგარიში 0:5 გახადა.

ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონი სპაერისთვის აქ დასრულდა. ეს გუნდი მეორე ლიგაში ასპარეზობს და აშკარაა, რომ ჯერ კიდევ სწავლისა და გამოცდილების დაგროვების ეტაპზეა. პირველ შეხვედრაში გუნდმა მეტი ხარისხი აჩვენა, ხოლო საპასუხო მატჩში სათამაშო რესურსი უბრალოდ აღარ ეყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები