გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

“წითელი ეშმაკები” ახალ ცხიანს უმიზნებენ?

გააზიარეთ

მანჩესტერ იუნაიტედი ლაიფციგის სლოვენიელი თავდამსხმელით, ბენჟამინ შეშკოთი კვლავ დაინტერესდა. კლუბს აქამდეც ჰქონია მცდელობები ფეხბურთელის გადაბირების, თუმცა ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

იუნაიტედმა შეშკოს პირველად თვალი 2019 წელს დაადგა, როცა ის მხოლოდ 16 წლის იყო და მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენდა, მაგრამ მანჩესტერმა ფეხბურთელი ზალცბურგს დაუთმო. მეორე შანსი კლუბს 2022 წელს მიეცა, თუმცა იმ ეტაპზე “წითელმა ეშმაკებმა” არჩევანი რასმუს ჰოილუნდზე შეაჩერეს, რომლის ტრანსფერიც 72 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

ამჯერად, უკვე მესამე ცდაზე, იუნაიტედი სერიოზულად განიხილავს შემტევის ოლდ ტრაფორდზე გადმოყვანას. ლაიფციგი სლოვენიელის სანაცვლოდ კი მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელით ნიუკასლიცაა დაინტერესებული.

ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ჰოილუნდს შეშკოსთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა მოუწევს ძირითად შემადგენლობაში ადგილის შესანარჩუნებლად.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები