გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუკელაშვილმა ითამაშა, ბითაძე სკამზე დარჩა

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონის სტარტზე ლოს ანჯელეს ლეიკერსმე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა სტუმრად, იუტა ჯაზი დაამარცხა – 132:123.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 20:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ორიდან თითო ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდ და ოთხივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.

მატჩის მთავარი გმირი ლუკა დონჩიჩი გახდა, ვინაც რვა სამქულიანი და აჯმში 52 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა.

ლეიკერსი მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს, შინ, პორტლენდთან გამართავს.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ მოიგო ორლანდო მეჯიქმა. „ჯადოქრებმა“ სტუმრად მოქმედ ჩემპიონ ნიუ იოორკ ნიკსი 111:102 დაამარცხეს. თუმცა, ამ გამარჯვებაში გოგა ბითაძის წვლილი არ ყოფილა, რადგან ქართველი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ორლანდო მომდევნო მატჩში, 29 ოქტომბერს, ტორონტოს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი