გამოგვიწერეთ

MMA

“ტაქტიკის ცვლილებას ვგეგმავ”, – რა დაანონსა მერაბმა ო’მალიმდე

გააზიარეთ

მერაბ დვალიშვილმა ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქამარი პირველად შონ ო’მალისთან გამარჯვებით მოიპოვა, ცოტა ხანში კი მათი რემატჩი შედგება.

UFC 316-ის მედია დღეზე ქართველმა მებრძოლმა ო’მალისთან მოახლოებულ ბრძოლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა:

“შონი სახიფათო მებრძოლია, მასთან მოდუნება არ შეიძლება. ო’მალისთან 100-ჯერ რომ მომიწიოს ბრძოლა, არცერთ ჯერზე კონცენტრაცია არ უნდა დავკარგო.

ამჯერად ბრძოლის ნაადრევ დასრულებაზე და შონისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე ვიქნები კონცენტრირებული. წინა ბრძოლა ძალიან მარტივი იყო, ყველაფერს ვაკონტროლებდი, მას დავცინე და ვაკოცე კიდეც. ახლა ფინიშზე ვიმუშავებ

ცხოვრება რისკია. რომც წავაგო და რევანში მაშინვე არ მომცენ, არ მადარდებს, უბრალოდ მინდა ვიბრძოლო, აქტიური ვიყო. ჩემი ფორმის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ო’მალის დამარცხება და მასზე დომინაცია შემიძლია”, – განაცხადა დვალიშვილმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად MMA