გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ტეემუ რანიკო – საქართველო ტემპის დაგდებას შეეცდება

გააზიარეთ

10 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება და ევრობასკეტ 2025-ის ნახევარფინალისტი გამოვლინდება. გამარჯვების შემთხვევაში ორივე გუნდისთვის ეს საგზური ისტორიული იქნება.

მომავალი დაპირისპირების შესახებ ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ტეემუ რანიკომ ისაუბრა. სხვათა შორის, რანიკოს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ რამდენჯერმე უთამაშია კიდეც და ყოველთვის კარგი მოსაგონარი ნამდვილად არ გვაქვს…

„ჩვენ განსხვავებული სტილის გუნდს ვხვდებით, მაგრამ რაღაცებით სერბეთს ჰგავს. მატჩის ბედი იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რომელი გუნდის სტილით წავა თამაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ტემპი იქნება – დაცვაში ბურთის მოხსნის შემდეგ შეტევაში სწრაფად გადასვლა. საქართველოს პირიქით, ტემპის დაგდება და ერთი-ერთზე თამაში სურს, ჩვენ ეს მაქსიმალურად რთული უნდა გავხადოთ. ეს დიდი მატჩია ფინეთისთვის, მაგრამ ამაზე ბევრი არ უნდა იფიქრო“, – ამბობს რანიკომ.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ფინეთს შორის გამარჯვებული ნახევარფინალში გერმანიას ან სლოვენიას შეხვდება. ერთი ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია –თურქეთი-საბერძნეთი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი