გამოგვიწერეთ

კალათბურთი

იანტუნენი: “თამაშის ბედს ეს გადაწყვეტს”

გააზიარეთ

ევრობასკეტ 2025-ის 1/4 ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იქნება. ორივე გუნდი ამ ეტაპამდე უდიდესი სენსაციებით მოვიდა – ჩვენებურებმა ასპარეზობას ფრანგები გამოთიშეს, ხოლო ფინელებმა – სერბები.

ფინეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მიკაელ იანტუნენმა, მოახლოებული მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა:

“ბევრი ფინეთის ნაკრებს უდავო ფავორიტად თვლის, თუმცა დამიჯერეთ, ჩვენს გუნდში ამ მატჩს ზერელედ არავინ უყურებს. თამაშის ბედს ის გადაწყვეტს, თუ ვინ როგორ გამოიყენებს თავის ძლიერ მხარეებს. ჩვენ ვეცდებით, მატჩი მაღალ ტემპში წარიმართოს და ქართველებმა ჩვენს ფარზე ბევრი ბურთი არ მოგვიხსნან.

საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ, შესარჩევ ეტაპზე მათ ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ წავაგეთ, მაშინ თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდვინმა ბრწყინვალედ ითამაშეს, ახლა კი მათ ორი დიდი ბიჭი დაემატათ NBA-დან”, – განაცხადა მან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად კალათბურთი