გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ტორპედო და რუსთავი ქუთაისში დაზავდნენ

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის მე-11 ტურის პირველი მატჩში ქუთაისის ტორპედომ რუსთავს უმასპინძლა და ბოლო წუთზე გატანილი გოლით მარცხს გადაურჩა – 1:1.

რუსთავი მშვენივრად გამოიყურება და არც ქუთაისში იყო აუტსაიდერი. მეტიც, 33-ე წუთზე ვარლეი მოედნიდან გააძევეს და ქვემოქართლელები მოედანზე მეტი დარჩნენ. თუმცა, უმცირესობაში მყოფი ტორპედო ბურთს უფრო აკონტროლებდა. ერთია, ხიფათს რუსთაველები მეტს ქმნიდნენ და რამდენიმე რეალური შანსი გაანიავეს.

87-ე წუთზე სტუმრებმა მაინც გაიტანეს. რუსთაველთა მწვრთნელმა გია ცეცაძემ შეცვლები გამოიცნო: მოედანზე ჯერ ნიკოლოზ ქუთათელაძე შუეშვა, შემდეგ მისი ძმა – ალექსანდრე. სწორედ მათი გათამაშებული კომბინაცია ნიკოლოზმა დაასრულა.

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ რუსთავი გამარჯვებას მოიპოვებდა და სატურნირო ხრილს სათავეში მოექცეოდა, მაგრამ მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კომენ ანდრიჩმა შეაგდო და მატჩიც ფრედ მორჩა.

რუსთავი 19 ქულით ცხრილში მეორეა, ტორპედო კი 16 ქულით მესამე. თუმცა, როგორც გითხარით, ეს ტურის პირველი მატჩი იყო…

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი