გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ტრანსფერზე გავლენა ჟორჟ მიქაუტაძემაც მოახდინა” – მეცის სპორტული დირექტორი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილი, საფრანგეთის ლიგა 1-ს კლუბ მეცის ფეხბურთელი გახდა.

ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედერიკ არპინონმა, რომელმაც აღნიშნა, რომ წიტაიშვილის გადმოყვანა მათთვის უკვე გასულ სეზონშიც პრიორიტეტი იყო:

„წინა სეზონშიც გვქონდა მცდელობა, რომ გიორგი წიტაიშვილი შეგვეთავაზებინა, თუმცა მაშინ ტრანსფერის განხორციელება საკმაოდ რთული გამოდგა. წლეულს ხელახლა შევეცადეთ და ყველაფერი ბევრად სწრაფად და ეფექტიანად მოხდა. წიტაიშვილი ფლანგის ფეხბურთელია, თამაშობს მარჯვენა ფლანგზე, სტილით ძალიან გავს აბლი ჯალოუს. ტექნიკურად მომზადებული, გამოცდილ მოთამაშედ გვევლინება. წინა სეზონში გრანადას მაისურით 7 გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ის მოქმედებს მარჯვენა ფლანგზე, მარცხენა ფეხით, ზუსტად იმ სივრცეში, რომელიც ჩვენს მწვრთნელს ძალიან უყვარს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშებს ყურადღებით ვადევნებთ თვალს — მათი მენტალიტეტი კარგად ეხმიანება იმას, რასაც ჩვენი კლუბი აფასებს. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა ჟორჟ მიქაუტაძემაც მოახდინა,“ — აცხადებს არპინონი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები