გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დაბრუნება საქართველოში

გააზიარეთ

თბილისის დინამო კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა. 29 წლის სენეგალელი გარემარბი, ონორე გომისი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ინფორმაციას ოფიციალურად კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

გომისი ბოლოს ბელარუსში, კერძოდ კი ვიტებსკის შემადგენლობაში ასპარეზობდა. თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის ფეხბურთელი კარგადაა ცნობილი, წარსულში ეროვნულ ლიგაში თამაშობდა და ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედაც ითვლებოდა. კარიერის ქართული ეტაპი გორის დილას რიგებში დაიწყო, შემდგომში კი ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა.

საერთო ჯამში, ეროვნული ლიგის ფარგლებში, გომისმა 88 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლის გატანა მოახერხა. თბილისის დინამოში გადასვლა მისთვის კარგად ნაცნობ გარემოში დაბრუნებას ნიშნავს და დიდი ალბათობით, კლუბს შეტევითი პოტენციალის გაძლიერებაში დაეხმარება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ტრანსფერები