გამოგვიწერეთ

კალათბურთი

უკრაინელები კალათბურთელებს შენგელიას ახსენებენ

გააზიარეთ

27 ნოემბერს საქართველოს უკრაინის ნაკრები ეწვევა და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ითამაშებენ.

უკრაინელებთან სათამაშოდ თორნიკე შენგელია რომ ჩამოდის, უკვე ვწერდით. ცხადია, ეს ამბავი არსად დამალულა, უკრაინელებმაც გაიგეს და საკუთარ კალათბურთელებზე განაწყენებულნი არიან.

საქმე ის არის, რომ ამერიკიდან ევროპაში სათამაშოდ დაბრუნებული კალათბურთელები ალექს ლენი და დმიტრო სკაპინცევი ეროვნულ გუნდში არ თამაშობენ.

„ჩემთვის სკაპინცევის შემთხვევა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რადგანაც ჩერკასიდან არის და კარგად ვიცნობ. ჩემს კერძო სკოლაში დადიოდა და მისი სწავლის ფულს პირადად ვიხდიდი. ახლა რა მივიღეთ? უკვე ოთხი წელია, ნაკრებში ჩამოსვლას თავს არიდებდა და იმავეს აგრძელებს ახლა, როდესაც იერასულაიმის ჰაპოელშია და არა – შტატებში. არადა, მთელი მისი ოჯახი აქ ცხოვრობს“, – განაცხადა უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხაილო ბროდსკიმ.

უკრაინელი გულშემატკივრები კი წერენ, რომ მათმა თანამემამულეებმა მაგალითი სწორედ შენგელიასგან უნდა აიღონ.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი