გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

ფიფამ ლიონი მკაცრად დასაჯა – მიზეზი ცნობილია

გააზიარეთ

ფიფამ ლიონი ძალიან მკაცრად დასაჯა – დავალიანების გამო, ფრანგულ გუნდს მომდევნო სამი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ფეხბურთელის დარეგისტრირება აეკრძალა.

როგორც ფრანგული ლეკიპი იტყობინება, საქმე ისაა, რომ ლიონს ტრანსფერთან დაკავშირებული საკომისიო თანხა – სულ რაღაც 2000 ევრო არ გადაუხდია, ხოლო დავალიანება სასჯელში გადაიზარდა.

შესაბამისად, ფიფას ოფიციალური განცხადება გვამცნობს, რომ 2026 წლის ივნისამდე ლიონი ახალი ფეხბურთელის რეგისტრირებას ვერ შეძლებს.

თავის მხრივ, ფრანგები ირწმუნებიან, რომ დავალიანება გადახდილია და აღნიშნულ სასჯელს უსამართლოს უწოდებენ. კლუბი ელის, რომ სასჯელი საჩივრის საფუძველზე გადაიხედება და გაუქმდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ტრანსფერები