გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ორი განსხვავებული ტაიმი და თსუ-ს მოგება

გააზიარეთ

მარგვეთი-თსუ 79:86

(22:10; 28:26; 16:25; 13:25)

ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო მარგვეთი საშინაო მატჩებს დროებით თბილისში მართავს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდსაც იქ უმასპინძლა. ნომინალურმა მასპინძლებმა დებიუტიდანვე აგრესიულად შეუტიეს და უდიდესი უპირატესობა მოიპოვეს. ზესტაფონელებმა ზუსტი ტყორცნებითა და სწრაფი იერიშებით პირველი პერიოდი 22:10 მოიგეს, ხოლო მეორეში კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა და პირველი ნახევრის შემდეგ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს.

მესამე პერიოდის დასაწყისში მარგვეთმა მატჩში უდიდესი ლიდერობაც კი მოიპოვა და მეტოქეს 19 ქულით გაექცა, მაგრამ აქ უკვე თსუ-მ დაიწყო…

უნივერსიტეტელებმა დაცვა ჩაკეტეს, შეტევაში სამიზნე გაისწორეს და მატჩის გამოსწორებას შეუდგნენ. თსუ-მ მძლავრი შტურმი წამოიწყო, მეტოქის უპირატესობა ჯერ გააქრო, ხოლო დასკვნით მეოთხედში სრული კონტროლი დაამყარა და საბოლოოდ, რთული და დამღლელი ბრძოლის შემდეგ, გამარჯვებაც მოიპოვა – 86:79.

თსუ-ს ლიდერებად ამირან აროშიძე (20 ქულა), დასლას პაუელი (14 ქულა) და ნიკა ჩეჩელაშვილი (13 ქულა) მოევლინენ; მარგვეთის შემადგენლობაში ჯაზირ ტრემბლი (29 ქულა), ჯასტინ ვებსტერი (27 ქულა, 7 მოხსნა) და ტიერნო სილა (11 ქულა, 7 მოხსნა) გამოირჩნენ.

ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ასპროცენტიანი შედეგით სამი გუნდი – კსუ, თსუ და ბათუმი ლიდერობს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი