გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ქვილითაია ანორთოსისს დაეხმარა

გააზიარეთ

ლიმასოლის არისის ფეხბურთელი, გიორგი ქვილითაია კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში – ამჯერად თავისი ჟესტით, რომელიც ყოფილ კლუბს, ფამაგუსტას ანორთოსისს ეხება.

კლუბი ბოლო პერიოდში სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე დგას და ქომაგები სპეციალურ პლატფორმაზე თანხის შეგროვებასაც იწყებენ. სწორედ ამ ინიციატივას შეუერთდა ქვილითაია და გუნდის დასახმარებლად 1000 ევრო გაიღო.

ქვილითაიამ ანორთოსისის ფორმა 2020/21 წლების სეზონში მოირგო, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით კი კვიპროსის თასი მოიგო. ახლა, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ფამაგუსტელებს კრიზისული პერიოდი უდგათ, ქართველმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი კავშირი გუნდთან მხოლოდ მოედანზე არ შემოიფარგლება.

ანორთოსისს მიმდინარე სეზონში ჯერ გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.

გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს ომონიასთან გამართავს, სადაც ქომაგები იმედოვნებენ, რომ უარყოფითი სერია შეწყდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები