გამოგვიწერეთ

ნაკრები

ქოქრილის შემადგენლობა დიდად არ იცვლება

გააზიარეთ

საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა მსოფლიოს მოქმედ და ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 19 ივლისს გასამართი შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

„ბოკესთან“ მატჩში 122-ე კეპს მოიხვეჭს 37 წლის ფრთა ალექსანდრე თოდუა და ეროვნულ გუნდში ჩატარებული თამაშების რაოდენობით რეკორდსმენს, დავით კაჭარავას გაუტოლდება. თოდუას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ მატჩში შედგა და ამ პერიოდში 21 ლელო გაიტანა.

სამხრეთ აფრიკასთან შეცვლაზე შესვლის შემთხვევაში ოფიციალური სანაკრებო დებიუტი ექნება მეორეხაზელ დემურ ეფრემიძეს, ვინაც ჩიტასის წინააღმდეგ „ბორჯღალოსანთა“ კვართით პირველად ითამაშა, მაგრამ ეს სანაკრებო კეპად არ ითვლება, რადგან მეტოქე კლუბი იყო და არა ნაკრები.

მთლიანობაში, ქოქრილმა თითქმის ის შემადგენლობა შეარჩია, რომელმაც თბილისში ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. 23-კაციან განაცხადში სულ სამი ცვლილებაა – ერთი დამწყებთა შორის და ორიც მარქაფაში.

შერკინების მესამე ხაზში დამწყებთა შორის დაწინაურდა ილია სპანდერაშვილი, რომელიც შემკვრელი იქნება. მესამე ხაზში რჩებიან ლუკა ივანიშვილი და ბექა საღინაძე. უცვლელია პირველი და მეორე ხაზი: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური; მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე.

ღერძზე ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა დაბრუნდებიან; ცენტრში გიორგი კვესელაძე და დემე თაფლაძე ითამაშებენ; ფრთებზე – აკაკი ტაბუცაძე და ალექსანდრე თოდუა; ფულბეკად დავით ნინიაშვილი დადგება.

საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა:

ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, დემე თაფლაძე, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ირაკლი აფციაური; მიხეილ ბაბუნაშვილი, ლადო ჩაჩანიძე, ლუკა ივანიშვილი; ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი;

მარქაფა: ირაკლი ქვათაძე, გიორგი თეთრაშვილი, ბექა გიგაშვილი, დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, თორნიკე ჯალაღონია; თედო აბჟანდაძე, თორნიკე კახოიძე.

„მბომბელა სთედიუმზე“ საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრა ჩვენი დროით 19:10 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად ნაკრები