გამოგვიწერეთ

რაგბი

ქოქრილი: მონპელიესთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ

გააზიარეთ

6 დეკემბერს შავი ლომი ჩელენჯ თასის წლევანდელი სეზონის პირველ მატჩს გამართავს. რიჩარდ ქოქრილის გუნდს მეტოქედ ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მონპელიე ეყოლება. შეგახსენებთ, მონპელიეს ორჯერ აქვს მოგებული ჩელენჯ თასი (2016 და 2021 წლებში), 2022 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ფინალში დამარცხდა (2011 და 2018 წლებში).

შავი ლომი ზედიზედ მესამედ თამაშობს ჩელენჯ თასზე და ყოველ ჯერზე თითო მოგება მოახერხა. რა იქნება ამჯერად, ამას მომავალში ვნახავთ, მანამდე კი გეტყვით, რომ გუნდი შევარდენის ბაზაზე შეიკრიბა და ღია ვარჯიშიც გამართა.

მომავალი შეხვედრისთვის 30 მორაგბე ემზადება, საიდანაც 19 მორკინალი და 11 ხაზის მოთამაშეა. გუნდის შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა: ბურჯი დავით აბდუშელიშვილის ნაცვლად, რომელიც კანადასთან გამართული ტესტ-მატჩისას დაშავდა, ბათუმიდან გიგა კობახიძე დაემატა.

ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გუნდის ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ ქოქრილმა ისაუბრა.

„კარგად ვივარჯიშეთ და კარგ კონდიციაში ვართ. ჩვენ ექვსი კვირაა ერთად როგორც გუნდს არ გვითამაშია, მაგრამ ვარჯიშები კარგად მიმდინარეობს და ველოდებით დიდ თამაშს დიდ გუნდთან. ჩელენჯ თასი ჩვენთვის სხვა დონეა. მონპელიე დიდი ევროპული, ფრანგული კლუბია. მათი ბიუჯეტი 32 მილიონი ევროა, რაც ჩვენგან ძალიან განსხვავებულია. მიუხედავად ამისა, ვიცით რომ „ავჭალაზე“ ბევრი ხალხი მოვა და მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. ძალიან კარგები უნდა ვიყოთ, რადგან ისინი ძლიერები არიან“, – თქვა ქოქრილმა.

მონპელიესთან თამაშისთვის ემზადებიან:

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, ვასილ კაკოვინი, გიგა კობახიძე, შალვა მამუკაშვილი, ირაკლი ქვათაძე, თამაზ ჭამიაშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, ბადრი ციხისთავი, კახაბერ დარბაიძე, დემურ ეფრემიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი ნიკოლაძე, გიორგი კერვალიშვილი, გურამ ღანიაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი სინაურიძე, ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე, სანდრო მამამთავრიშვილი;

ხაზი: თენგიზ პერანიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ლუკა ცირეკიძე, თორნიკე კახოიძე, დემურ თაფლაძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ამირან შვანგირაძე, ალექსანდრე თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა თაყაიშვილი;

შავი ლომისა და მონპელიეს მატჩი 6 დეკემბერს, ავჭალაზე, 19:15 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად რაგბი