გამოგვიწერეთ

რაგბი

მიხეილ ბაბუნაშვილი: პროგრამა მინიმუმი თამაშის მოგებაა

გააზიარეთ

6 დეკემბერს შავი ლომი ჩელენჯ თასის წლევანდელი სეზონის პირველ მატჩს გამართავს. რიჩარდ ქოქრილის გუნდს მეტოქედ ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მონპელიე ეყოლება.

გუნდის მზადებაზე და მეტოქის სიძლიერეზე შავი ლომის კაპიტანი, მიხეილ ბაბუნაშვილი საუბრობს.

„ორი კვირაა რაც ერთად შევიკრიბეთ. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, მაგრამ ამ დროშიც ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავიარეთ. რაც მთავარია, ერთმანეთს ვგრძნობთ, შეკრულად ვართ და ვეცდებით ჩვენი გეგმა მოედანზე გადავიტანოთ.

მონპელიე ტოპ 14-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, დიდი ისტორიის მქონე. მათ არაერთი დიდი მორაგბე ყავთ, ასევე ყავთ ქართველი ლეგიონერებიც. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ფიზიკურობა გამოვიყენოთ და მეტოქეს საკუთარი თამაშის მოხვევის შესაძლებლობა არ მივცეთ. ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები. პროგრამა მინიმუმი ერთი თამაშის მოგება, მიზანი კი ჯგუფიდან გასვლაა და ვნახოთ რა გამოვა“, – იმედიანად არის კაპიტანი.

შავი ლომისა და მონპელიეს მატჩი 6 დეკემბერს, ავჭალაზე, 19:15 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად რაგბი